Wednesday, July 11, 2012

დისპუტი მუცელში

ფეხმძიმე ქალის მუცელში ორი ყრმა საუბრობს.ერთი-მოწრმუნე, მეორე-არა.

ურწმუნო ყრმა: გრწამს მშობიარობის შემდგომი ცხოვრების?

მორწმუნრე ყრმა: რათქმა უნდა. ყველამ იცის, რომ შობის შემდგომი სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მოვღონიერდეთ და მისთვის მოვემზადოთ, და იმისთვისაც, რაც ჩვენ მომავალში გველის.

ურწმუნო ყრმა: რა სისულელეა! შობის შემდგომი არავითარი ცხოვრება არ არსებობს! შეგიძლია წარმოიდგინო როგორი შეიძლება იყო ეს ცხოვრება?

მორწმუნე ყრმა: მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ მრწამს, რომ იქ მეტი სინათლეა და ჩვენ შეიძლება სიარულიც შევძლოთ და საკუთარი პირით ჭამაც.

ურწმუნო ყრმა: ბოდვაა! როგორ შეიძლება, რომ იარო და თან საკუთარი პირით ჭამო! ძალიან სასაცილოა! ჩვენ ხონ ჭიპლარი გვაქვს, რომელიც გვკვებავს. არ შეიძლება, რომ შობის შემდგომი ცხოვრება არსებობდეს, იმიტომ რომ ჩვენი სიცოცხლე ჭიპლარია-და თან ძალიან მოკლე.

მორწმუნე ყრმა: მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. უბრალოდ ყველაფერი ცოტა სხვანაირი იქნება. მე ამის წარმოდგენა შემიძლია.

ურწმუნო ყრმა: კი მაგრამ, იქიდან ხომ ჯერ არავინ დაბრუნებულა! სიცოცხლე უბრალოდ მთავრდება მშობიარობით. და საერთოდ, ცხოვრება-ეს ერთი დიდი სატანჯველია სიბნელეში.

მორწმუნე ყრმა: არა, არა! მე დანამდვილებით ვერ გეტყვი, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება მშობიარობის მერე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვნახავთ დედას, რომელიც იზრუნებს ჩვენზე.

ურწმუნო ყრმა: დედას? შენ გჯერა დედის? და სად არის ის?

მორწმუნე ყრმა: დედა ყველგანაა, ჩვენ მასში ვართ და მისი დამსახურებაა, რომ ვმოძრაობთ და ვცოცხლობთ, რომ არა ის, ჩვენ ვერ შევძლებდით არსებობას.

ურწმუნო ყრმა: სრული სისულელეა! არანაირი დედა მე არ მინახავს, ე.ი. იგი უბრალოდ არ არსებობს.

მორწმუნე ყრმა: ვერ დაგეთანხმები. ხანდახან, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩუმდება, შეიძლება გაიგონო როგორ მღერის და ჩვენ სამყაროს ეფერება. მე ღრმად მწამს, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ შობის შემდეგ იწყება.

Sunday, May 27, 2012

პატრიარქი პავლე

ეპიზოდები პატრიარქი პავლეს ცხოვრებიდან
                                                   ++++++++++++++++++++++++
          მშვიდობის მოძღვარი

ერთხელ,სერბეთის ომის დროს,პატრიარქი პავლე ჩასული იყო ბოროვის ოლქში ,სდაც ხალხს ანუგეშებდა დაა მოძღვრავდა.
 ერთხელ როცა ის შედიოდა ტაძარში,მასთან მიიჭრა კბილებამდე შეიარახებული სერბი კაცი და პატრიარქს ფეხებში ჩაუვარდა
-თქვენო უწმინდესობავ!დამლოცეთ,მოვდივარ ომში რათა შური ვიძიო მტრებზე!
პატრიარქი შეცბუნდა და ცოტა არ იყოს დაიბნა.შემდეგ კაცს ზურგზე ხელი დაავლო  და წამოაყენა,თვალებში შეხედა და თავისებური მამობრივი ნაზი ხმით დაუწყო საუბარი:
-შვილიკო,ნუ ითხოვ სერბეთის პატრიარქისაგან შურისძიების დალოცვას,რისი ჩადენასაც აპირებ...
-უნდა დამლოცოთ!უწმინდესო!შეხედეთ-უპასუხა კაცმა და ჯიბიდან ამოიღო ფოტო-შეხედეთ ამ ფოტოს ,მამაო,აი ამათ გამო ვაპირებ შურისძიებას!ეს ჩემი მოკლული შვილებია!....
-საშინელებაა!საშინელება!-გააწყვეტინა ლაპარაკი პავლემ კაცს და ფოტო გულში ჩაიკრა-ბოროტებას ბოროტება მოყვება!რა გინდა,გეკითხები შენ,გინდა იძიო შური და შენი შვილების მკლელებზე უარესი გახდე?!და აი რას გეტყვი შვილიკო:როცა დამთავრდება ეს წყეული ომი და გამაშკარავდება მრავალი ბოროტი კაცი და დამნაშავენი,ბედნიერი იქნება ის,ვინც შეძლებს თქმას :მე არ ჩამიდენია არცერთი ბოროტება..და ამის შემდეგ შენ გადაწყვიტე ..




                                                       ++++++++++++++++++++++++

           ჩექმები
 ერთხელ  შეამჩნიეს რომ,პატრიარქ პავლეს ქონდა კარგი ჩექმები:მსუბუქი,სუფთა ტყავის და მოხერხებული.
-დიახ-გაიღიმა პავლემ-მოხერხებულია,თან დიდი ხანი გაგიძლებს...
-იყიდეთ?სად?
-ეჰ! ვიყიდე!-თქვა და ხელები შემოკრა .
 ამ ჩექმების ისტორია კი მართლაც საინტერესოა:ეს ჩექმები ქალის იყო და ისინი პატრიარქმა იპოვა თავის დის სახლვისთან,ნაგავსაყრელში.შეათვალიერა და რომ დარწმუნდა არ იყო გახეული ,წაიღო თავის სახლში და თავისი ხელით შეალამაზა.


თარგმნა:რ.ცხოიძე.







Saturday, May 19, 2012

არ არის საჭირო, სპეციალურად განვმარტოთ მამათმავლობის ცოდვის სიმძიმე


მოძღვარს უნდა ესმოდეს, რომ მამათმავლობა მხოლოდ ცოდვა არ არის. ცხადია, ჰომოსექსუალიზმი უმრავლეს შემთხვავაში ადამიანის აღვირახსნილობის, დაცემის, გარყვნილების გამოვლინებაა, რომელსაც იგი საკუთარი ვნებების ამგვარი არაბუნებრივი გზით დაკმაყოფილებისკენ მიჰყავს. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ამგვარი ლტოლვა შესაძლოა გაუჩნდეთ, როგორც მათგან დამოუკიდებელი რამ. სექსუალური ორიენტაციის გაუკუღმართება ბავშვობის ასაკიდან უამრავ მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს.




ადამიანს, რომელიც მამათმავლობას არ მისდევს, მაგრამ ამგვარი ლტოლვა გააჩნია, ჩვენს დროში ცხოვრება უაღრესად უძნელდება. განსაკუთრებულად უჭირთ მათ ურთიერთობა ეკლესიის მსახურებთან, რომელნიც შესაძლოა ვერ ერკვეოდნენ ფსიქიატრიის, ფსიქოანალიზის, ფსიქოლოგიის და სექსოლოგიის საფუძვლებში. ამგვარი ადამიანისთვის შვება იქნება ისეთი მოძღვრის პოვნა, რომელსაც ესმის, რომ ჰომოსექსუალური ლტოლვა მისი გარყვნილების შედეგი არ არის. რომელმაც იცის, რომ ამგვარ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

პირველ ყოვლისა, მოძღვარი უნდა შეეცადოს შეასმინოს ამ ცოდვისაკენ მიდრეკილს, რომ მისი ლტოლვა ადამიანური ბუნების ნაკლოვანების შედეგია, რომლითაც იგი გაჩნდა ამ სამყაროში. ყოველი ჩვენგანი ატარებს თავის თავში გარკვეული სახის ნაკლოვანებას. ზოგიერთს ის მკვეთრად აქვს გამოხატული, ზოგს კი -- ნაკლებად. მავანი ფსიქიურ ავადმყოფად იბადება: ერთს შიზოფრენია აქვს, მეორე მიდრეკილია დეპრესიისაკენ. ისეთებიც არიან, ვისაც დაბადებიდანვე აქვთ ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული ლტოლვა. არსებობენ დიაბეტისადმი მიდრეკილი ადამიანები. ეს ყოველივე ნაკლოვანების შედეგია.

ყველა ჩამოთვლილი დაავადება განუკურნებელია. დიაბეტი – განუკურნებელია. ალკოჰოლიზმიც თითქმის განუკურნებელ სნეულებათა რიგს განეკუთვნება. თუმცა შეიძლება ამ სნეულებათა დაკონსერვება. მათთან ბრძოლა შესაძლებელია, თუკი იცი, როგორ წარმართო იგი. ასევე სექსუალურ ლტოვასა და იდენტიფიკაციის გაუკუღმართებაც ადამიანური ბუნების ცოდვით დამახინჯების შედეგია.

აუცილებელია გვესმოდეს, რომ აგვარი ადამიანის შველა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. თუმცა, ფსიქიატრიის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. მოძღვარმა ამ შემთხვევაში გამოცდილ ფსიქოლოგებთან, ფსიქოთერაპევტებთან უნდა იმუშაოს, რომლებიც შეძლებდნენ ადამიანის ორიენტაციის შეცვლას.

დღესდღეობით ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკის რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, უაღრესად იტანჯებიან. XVII-XIX საუკუნეებში ეს თემა ტაბუირებული გახლდათ. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ამ მიდრეკილებით დაიბადნენ, შეეძლოთ არ განევითარებინათ ეს ცოდვა საკუთარ თავში. ტაბუირებულობის გამო ამ მიმართულების ფიქრებს იგი ახშობდა თავის თავში.. მრავალი ჰომოსექსუალისტი სავსებით ნორმალურად ცხოვრობდა, ქმნიდა ოჯახებს და ვერც კი წარმოედგინა, რომ ამგვარი პრობლემა ჰქონდა.

თანამედროვე საზოგადოებაში ტაბუ მოიშალა და ეს ადამიანები სოციალურად დაუცველნი აღმოჩნდნენ. მათ არწმუნებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმაა და სთავაზობენ განივითარონ ეს მიდრეკილებები, რაც მათთვის პიროვნული კატასტროფის ტოლფასია, რადგან პიროვნება ვერ იტანს ძალადობას საკუთარ თავზე. ეს იგივეა, რომ ვთქვათ – დიაბეტი ნორმაა. თუკი დიაბეტით დაავადებული არ შეებრძოლება საკუთარ ავადმყოფობას, მას გარდაუვალი ფიზიკური სიკვდილი მოელის. მამათმავალს კი ამ შემთხვევაში ზნეობრივი სიკვდილი ემუქრება.

ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციის თემას კათოლიკეები ამუშავებენ, მაგრამ ჩვენთან ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. თუკი ჩვენ, ასე გამოუცდელნი, მამათმავლებთან ურთიერთობას იმ აზრით დავიწყებთ, რომ ისინი გახურებული შანთებით უნდა დავწვათ, მაშინ ვერაფერს გავხდებით, რადგან ამგვარ ადამიანს ეკლესიაში მოსვლა შეეშინდება.

არ არის აუცილებელი სპეციალურად განიმარტოს ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცოდვა. უბრალოდ უნდა მივანიშნოთ, რომ იგი ისეთივე ცოდვაა, როგორიც მრუშობა, როგორც უმანკოების კანონის ნებისმიერი დარღვევა. მრუშობაში ხომ ყოველგვარი უკანონო ურთიერთობა მოიაზრება. თუკი ადამიანი საკუთარ თავში განავითარებს მას, იგი მრუშობის სასიკვდილო ცოდვაში იქნება მხილებული. მაგრამ მისთვის, სხვა შეცდომილთაგან განსხვავებით, გაცილებით რთული იქნება ამ ცოდვისაგან განშორება, ბევრად დაუმძიმდება ბუნებრიობაში დაბრუნება, რადგან მან სწორედ ბუნების წინააღმდეგ ჩაიდინა ცოდვა.

ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს ისევე სჭირდება დახმარება, როგორც მრუშობის ვნებით შეპყრობილთ ეხმარება ეკლესია: უნდა დავეხმაროთ უმანკოების დაცვით და უწესო ოცნებებისაგან თავის შეკავებით.

უფრო სერიოზული რეაბილიტაციისათვის ფსიქიატრიული დახმარებაა საჭირო, მაგრამ როგორ, ეს მე არ ვიცი. ამგვარი გამოცდილება ჩვენ არ გაგვაჩნია – მოძღვარნი, რომელთაც ეს პრობლემა აღელვებთ, კერძო გმირობის რანგში გაიაზრებენ მას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

თუკი ჩემთან ამგვარი პრობლემით მოვა ადამიანი, მეეჭვება დახმარება შევძლო. მოსულან ჩემთან აღსარებაზე, მოუნანიებიათ და მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე, რაც შემეძლო, კეთილგანწყობა და მოძღვრისეული ზრუნვა გამომეჩინა მათ მიმართ, მერე აღარ დაბრუნებულან. ასე რომ, ეკლესიაში მოსვლის მოსურნე ჰომოსექსუალისტების დახმარება დღემდე ურთულეს პრობლემად რჩება.
დეკანოზი ალექსი უმინსკი



http://faith.ge

Thursday, May 17, 2012

სოდომელთა ცოდვის შესახებ-რუის-ურბნისის კრების კანონი 18

კანონი 18 

ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სადომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი - კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა - მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა. 

არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: ”რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?” (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.